აუდიტი (PEFA)

"სათეფა" ახორციელებს მუნიციპალიტეტების ფინანსების მართვის ეფექტიანობის შეფასებას PEFA-ს სტანდარტების მიხედვით, აგრეთვე შესაბამისობის აუდიტის საშუალებით ამოწმებს მუნიციპალიტეტების, მხარჯავი დაწესებულებებისა და საბიუჯეტოს ორგანიზაციების საქმიანობის შესაბამის მიმართულებებს და მათ საფუძველზე უზრუნველყოფს აუდიტის ანგარიშების მომზადებასა და გაცემას.

PEFA - მონიტორინგის ინტეგრირებული მექანიზმია, რომელიც ორგანიზაციაში საჯარო ფინანსების მართვის სისტემების შეფასების საშუალებას იძლევა. ის შემუშავდა სხვადასხვა ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით: მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ევროკომისია. აღნიშნული მექანიზმი 28 ინდიკატორს ითვალისწინებს, რომლის მიხედვით მიმდინარეობს ფინანსური სისტემის შედეგების, სისრულის, გამჭვირვალობის, საბიუჯეტო ციკლის, სააღრიცხვო და აუდიტორული სისტემების შეფასება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მექანიზმი შემუშავებულია კონკრეტულად ცენტრალური ხელისუფლების ფინანსური სისტემების შესაფასებლად, მისი ინდიკატორების უმრავლესობის გამოყენება შესაძლებელია ადგილობრივი ხელისუფლების დონეზეც.

შესაბამისობის აუდიტის ანგარიში მოიცავს აუდიტის ობიექტის საქმიანობის კანონიერებისა და მიზნობრიობის შემოწმების საფუძველზე მოპოვებულ ინფორმაციას.

PEFA-ს პროგრამით გაკეთდა რამოდენიმე მუნიციპალიტეტი
:
თბილისი
თელავი 
ბორჯომი 
გარდაბანი 
ბოლნისი.