სიახლეები

აირჩიეთ სასურველი წლის სიახლეები

2010 10.06.2010
 2010 წლის 5 ივნისიდან 10 ივნისამდე   ამერიკის შეერთებულ შტატების ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში  ჩატარდა ამერიკის და კანადის სამთავრობო  ფინანსისტთა ასოციაციის (GFOA) ყოველწლიური კონფერენცია (ყრილობა),  რომელშიც მონაწილეობა მიიღო ” საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ”  (სათეფა),რომელიც წარმოდგენილი იყო შემდეგი დელეგაციით:         პრეზიდენტი –დავით ხოსრუაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი –დავით უთმელიძე, გამგეობის წევრები : მარიამ გორგაძე   და ალექსი თეგერაშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში აგრეთვე  შედიოდნენ:   ქ. თბილისის მერიის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობის  და სოციალური დაცვის სამინისტროსა და განათლების და მეცნიერების სამინისტროს საფინანსო სამსახურების წარმომადგენლები.
 კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს  შვედეთის, ბრაზილიის, ისრაელის და სამხრეთ აფრიკის   ფინანსისტთა  ასოციაციის დელეგაციებმა.
კონფერენციას დელეგატების სახით ესწრებოდნენ  ამერიკის და კანადის ფინანსური და მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელები დაწარმომადგენლები. 
პროგრამით გათვალისწინებული   რიგ საკითხების განხილვასთან ერთადმოხდა  GFOA-ს  ახალი პრეზიდენტის არჩევა.
ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები განახორციელა  ჯორჯიის შტატის   ქ. ატლანტის მუნიციპალიტეტის და  კოობ–ის საგრაფოს ხელმძღვანელობასთან, სადაც ძირითადად   განხილული იქნა საბიუჯეტო და საფინანსო საკითხები.
 შეხვედრების შედეგად დაიგეგმა მომავალი საქმიანი ურთიერთობები.