სიახლეები

აირჩიეთ სასურველი წლის სიახლეები

img

 საქართველოს თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაცია მრავალი წელია წარმატებულად თანამშრომლობს ამერიკისა და კანადის ფინანსისტთა ასოციაციასთან. ყოველწლიური კონფერენციებისა და ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ მრავალი წარმატებული პროგრამისა და მოდელის დანერგვა მოახერხა საქართველოში თავისი საქმიანობის ფარგლებში.

გთავაზობთ მცირე ამონარიდს სტატიიდან:

 

,,ამერიკისა და კანადის მთავრობის ფინანსისტთა ოფიცერთა ასოციაცია (GFOA) ყოველ წელს მართავს კონფერენციას სადაც ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული დელეგატები: ჩინეთი, ტაილანდი, გერმანია, ბრაზილია. GFOA -ს ასევე აქვს გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება შვედეთთან, სამხრეთ აფრიკასთან, ისრაელთან და საქართველოსთან, სადაც იგი აგზავნის თავის წარმომადგენლებს, რომ დაეხმაროს, განავითარონ და შეინარჩუნონ ერთმანეთთან კავშირი. საერთაშორისო დელეგატების მონაწილეობა და მათთან თანამშრომლობა აფართოებს და ანვითარებს GFOA-ს მიღწეევებს და სიმაღლეებს.
ეტაპობრივად საქართველოში ვიზიტების შემდეგ, გადავწყვიტეთ ყურადღება გაგვემახვილებინა იმ ფაქტზე თუ რამხელა პროგრესი განიცადა თვითმმართველი ერთეულების საბიუჯეტო თუ ყოველდღიურმა სამსახურეობრივმა საქმიანობამ საქართველოს თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციისა და დავით ხოსრუაშვილის დახმარებით ამ წლების განმავლობაში.
  2008 წლიდან დღემდე დავით ხოსრუაშვილის ყოველი ვიზიტი და ჩვენი თანამშრომლობა იმ შედეგზე იყო ორიენტირებული რაც დღესდღეობით სახეზეა და მუდმივად განვითარების პროცესშია. საქართველოს თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ შეისწავლა მრავალი პროექტი და საქმიანობის სპეციფიკა GFOA-ს მაგალითზე და შეძლო წარმატებით დაენერგა მოცემული მოდელები საქართველოში.
  2018 წლის მონაცემებით საქართველოს თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციაში გაწევრიანებულია საქართველოს მუნიციპალიტეტების 99%, ასოციაციამ შეიმუშავა ტრენინგ სისტემა რომლის მეშვეობითაც უკვე გადამზადებულია მუნიციპალიტეტეის 2000 თანამშრომლამდე, არ ფასდებოდა სახელმწიფო ფინანსების მენეჯმენტის ეფექტურობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ახლა მუნიციპალიტეტების 25% შეფასებულია პეფას სტანდარტების მიხედვით, აგრეთვე არ არსებობდა პროგრამული ბიუჯეტის მოდელი არცერთ მუნიციპალიტეტში, 2018 წლის მონაცემებით მუნიციპალიტეტების 40% უკვე მუშაობს პროგრამული ბიუჯეტის მოდელებზე, ასოციაციის დახმარებით აგრეთვე შეიქმნა ელექტრონული სისტემა, რომელიც მოიცავს ყველა ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებულ აქტივებზე. საქართველოს თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციას გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ფინანსტთა სამინისტროსთან და საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, ასოციაციამ უკვე გამოსცა 2 წიგნი მუნიციპალიტეტებში დასაქმებული ბუღალტრული აღრიცხვისა და საფინანსო სამსახურის მუშაკთათვის.“

   სტატია მომზადებულია Ken Rust - ქალაქ პორტლანდის უფროსი ფინანსისტის, Tim Grewe - ქალაქ პორტლანდის მთავარი ადმინისტრაციული ოფიცერი, მენეჯმენტისა და ფინანსების დირექტორის და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის თავმჯდომარის დავით ხოსრუაშვილის მიერ.