სიახლეები

აირჩიეთ სასურველი წლის სიახლეები

img
 

    2019 წლის 20-22 სექტემბერს კახეთში, კაჭრეთში, სასტუმრო „კაჭრეთის ამბასადორში“ ჩატარდა
„საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის“ რიგით XII ყოველწლიური კონფერენცია.

   აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის წარმომადგენელი ზურაბ თოლორდავა, საქართველოს რეგიონების განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონალური მართვის ხელმძღვანელი სოზარ სუბარი, ასევე ისრაელის,უკრაინისა და გერმანიის ფინანსისტთა ასოციაციის დელეგატები. მოწვეულმა სტუმრებმა სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას, აღნიშნეს ასოციაციის საქმიანობის მნიშვნელოვანი მიღწევები და უსურვეს მას მომავალში წინსვლა და განვითარება.

   ყრილობის პარალელურად ჩატარდა ტრენინგები შემდეგ საკითხებზე: პროგრამული ბიუჯეტი, ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება (IPSAS), სამოქალაქო ბიუჯეტი და ქონების მართვა.

  კონფერენციაზე ასევე მოწვეულნი იყვნენ ქალაქის/მუნიციპალიტეტის მერები და მათი მოადგილეები, სამსახურის უფროსები, საფინანსო სამსახურის, ქონების მართვისა და ბუღალტრული განყოფილების თანამშრომლები, ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები, საკრებულოს თავმჯდომარეები, საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარეები და მუნიციპალიტეტის ყველა ის თანამშრომელი, რომლებიც ჩართული არიან საბიუჯეტო პროცესში.