სიახლეები

აირჩიეთ სასურველი წლის სიახლეები

img

  საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ინიციატივით ახალი პროექტი ხორციელდება - Systematize and strengthen Gender Responsive Budgeting (GRB) in 9 municipalities in Georgia, რომელიც გენდერული ბიუჯეტირების სისტემატიზაციას და გაძლიერებას ისახავს მიზნად საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში(ახმეტა,ლაგოდეხი,თელავი,ბოლნისი,მარნეული,თეთრიწყარო,ახალქალაქი,აქალციხე,ასპინძა).

  პროექტი, მთავრობის მიერ ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, საბიუჯეტო პროცესის დახვეწასა და ამ მიმართულებით შესაბამის საკონსულტაციო მხარდაჭერას ითვალისწინებს. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება გენდერულ ჭრილში ბიუჯეტირების მნიშვნელობასა და ქალთა ეკონომიკურ და სოციალურ გაძლიერებაზე.

  საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში არსებული სიახლეების და გამოწვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულ მუნიციპალიტეტებში გააცნო შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ხოსრუაშვილმა და პროექტის ტრენერმა ნინო ლოლაძემ.

  სამუშაო შეხვედრებს 9 მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები,მერიის სტრუქტურული ერთეულების, საკრებულოს, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული იურიდიული პირების, არასამთავრობო სექტორისა და ფონდ „ტასოს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.