სიახლეები

აირჩიეთ სასურველი წლის სიახლეები

img

  2019 წლის 21 მაისს ქალაქ ლოს ანჯელესში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციისა და ამერიკისა და კანადის გაერთიანებული ფინანსისტთა ასოციაციის ხელმძღვანელობით კონფერენციის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს დელეგაციასთან.

  შეხვედრას ესწრებოდნენ ამერიკისა და კანადის გაერთიანებული ფინანსისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი კრის მორილი, მისი მოადგილე და ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი კენ რუსტი. საქართველოს დელეგაციის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტი დავით ხოსრუაშვილი, ქუთაისის, საგარეჯოს, ბოლნისის, წყალტუბოს, მესტიის, დმანისის, ყაზბეგის, საგარეჯოს, გარდაბნისა და რუსთავის მუნიციპალიტის წარმომადგენლები, აგრეთვე თბილისის მერიის, ფინანსთა სამინისტროსა და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები.

  შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ამერიკისა და კანადის გაერთიანებული ფინანსისტთა ასოციაციის მიერ შექმნილი და შემუშავებული პროგრამები ტრენინგისა და სწავლებების მიმართულებით,მოხდა მათი საუკეთესო პრაქტიკების, განვითარების ეტაპებისა და ყველა იმ საკითხის განხილვა და გაზიარება, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს საქართველოში მსგავსი სასწავლო სისტემის დანერგვას.