სიახლეები

აირჩიეთ სასურველი წლის სიახლეები

img

    2019 წლის 3-6 დეკემბერს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციისა და პოლონეთის სოლიდარობის ფონდის ორგანიზებით ქართული დელეგაცია იმყოფება ვარშავაში სასწავლო ვიზიტით.

   ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ვარშავის საფინანსო სამსახურში საფინანსო სამსახურის უფროსთან, აგრეთვე დელეგაციას უმასპინძლა პოლონეთის ბუღალტრების ასოციაციის თავმჯდომარემ და პოლონეთის ქალაქების გაერთიანების დირექტორის მოადგილემ.

    ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნება კარგი პოლონური პრაქტიკების გაცნობა და გაზიარება ადგილობრივი ხელისუფლების საფინანსო-საბიუჯეტო პროცესებში სამოქალაქო ბიუჯეტირებისა და ინკლუზიურობის მექანიზმების ჩასატარებლად. შეხვედრებს ესწრებიან საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ხოსრუაშვილი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ლექსო თოდუა, დავით გახარია, სიღნაღის მუნიციპალიტეტი - მალხაზ სიპრაშვილი, ხათუნა აღამონაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტი - მარინა მაისურაძე, დედოფლისწყარო - ელენე ბაიაშვილი, გარდაბანი - შალვა გურულიშვილი, მამუკა მოლაშვილი და ბექა ონიანი.