სიახლეები

აირჩიეთ სასურველი წლის სიახლეები

img

📢 2020 წლის 16-19 იანვარს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციისა და პოლონეთის სოლიდარობის ფონდის ორგანიზებით ქართული დელეგაცია იმყოფება ვიზიტით უკრაინაში, ქალაქ პოტავაში. სამოქალაქო ბიუჯეტის პრაქტიკოსთა მეოთხე საერთაშორისო ფორუმზე დასასაწრებად.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები: 🇵🇹 პორტუგალიის, 🇬🇧 დიდი ბრიტანეთის, 🇵🇱 პოლონეთის, 🇦🇩 მოლდავეთის წარმომადგენლები და 🇺🇦 უკრაინის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან. ასევე ვიზიტის ფარგლებში, მოსახლეობის საბიუჯეტო პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით, განხორციელდა სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის პრეზენტაცია.
საქართველოში არსებული გამოცდილება გაუზიარეს და სხვადასხვა სეხვედრებს დაესწრენ ქარტული დელეგაციის წევრები: საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციიდან დავით ხოსრუაშვილი, ინგა ქურდოვანიძე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან ლექსო თოდუა, დავით გახარია, ბესო ჭეჟია, სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან - მადონა ბატიაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტიდან ვუგარ მამედოვი, დავით კიღურაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან დავით მჭედლიშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან ზურა ხუროშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან ნანა თავდუმაძე, ალექსანდერე ბერიძე, პოლონეთის სოლიდარობის ფონდიდან ურსულა მაჯევსკა და ვლადიმერ აბრამიუკი .