სიახლეები

აირჩიეთ სასურველი წლის სიახლეები

2010 23.10.2010
2010 წლის 22-23 ოქტომბერს  ჩატარდა ”საქართველოს  ადგილობრივი თვითმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის” (სათეფა)  ყოველწლიური კონფერენცია  სასტუმროში ”შერატონ მეტეხი პალასი”.  კონფერენციას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები, დელეგატები და  მოწვეული სტუმრები ,  მათ შორის ამერიკის და კანადის ფინანსისტთა სამთავრობო  ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი ( საბჭოს წევრი)  კენეტ რასტი.
 
კონფერენციაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები:

• შეკრების მიზანი და ამოცანები;
• 2009 წლის მოკლე ანგარიში და ასოციაციაში არსებული მდგომარეობის მიმოხილვა;
• ამერიკელი ფინანსური ექსპერტების: ელის მაიერსის და რიჩარდ დორმანის დასკვნის მიმოხილვა და რეკომენდაციები  ”სათეფას” სამომავლო გეგმების    შესახებ;
• მიკროეკონომიკის საკითხები;
• ბიუჯეტის გამჭირვალეობა და მოსახლეობის ჩართულობა;
• ზოგადი სიახლეები;
• საბუღალტრო საკითხები;
 
ჩატარდა  შემდეგი პრეზენტაციები :
• საბიუჯეტო კოდექსის პრეზენტაცია;
• საფინანსო-საბიუჯეტო ინტეგრირებული სისტემის პრეზენტაცია;
• ამერიკის და კანადის ფინანსისტთა სამთავრობო  ასოციაციის  (GFOA) ყოფილი პრეზიდენტის     (საბჭოს წევრი)  კენეტ რასტის პრეზენტაცია ასოციაციის როლის მნიშვნელობაზე,  ”GFOA” -ს გამოცდილების გათვალისწინებით.
 შედგა დისკუსიები სიახლეებზე და პრობლემებზე.
 საქართველოს  ადგილობრივი თვითმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ
”საუკეთესო ბიუჯეტის ფორმატისათვის”  სიგელით   დააჯილდოვა  თბილისის საფინანსო სამსახურის უფროსი დავით ხოსრუაშვილი, აჭარის  ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი  ვაჟა ბოლქვაძე და გორის მუნიციპალიტეტის საფინანსო  განყოფილების უფროსი ფრიდონ აფრიამაშვილი.
 მოხდა ახალი წევრების მიღება.