სიახლეები

აირჩიეთ სასურველი წლის სიახლეები

2011 01.07.2011
2011 წლის ივლისის თვეში   ამერიკის შეერთებულ შტატების ტეხასის შტატის  ქალაქ  სანანტონიოში  ჩატარდა ამერიკის და კანადის სამთავრობო ფინანსისტთა ასოციაციის  (GFOA)  ყოველწლიური კონფერენცია . აღნიშნულ კონფერენციაში 
  მონაწილეობა მიიღო ” საქართველოს ადგილობრივითვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ”,  რომელიც წარმოდგენილი იყო   შემდეგი დელეგაციით:  პრეზიდენტი – დავით ხოსრუაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი – დავით უთმელიძე, გამგეობის  წევრი – მარიამ გორგაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი – ვაჟა ბოლქვაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე – ალექსანდრე მეტრეველი და ქ. თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილე – პაატა გობეჯიშვილი.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს  გერმანიის, შვედეთის, ბრაზილიის,ისრაელის და სამხრეთ აფრიკის   ფინანსისტთა  ასოციაციის დელეგაციებმა.
კონფერენციას დელეგატების სახით ესწრებოდნენ  ამერიკის და კანადისფინანსური და მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელები დაწარმომადგენლები.
ქართულმა დელეგაციამ ასევე შეხვედრები განახორციელა  სხვადასხვა შტატების  მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან, სადაც ძირითადად   განხილული იქნა საბიუჯეტო და საფინანსო საკითხები.
შეხვედრების შედეგად დაიგეგმა მომავალი საქმიანი  ურთიერთობები.