სიახლეები

აირჩიეთ სასურველი წლის სიახლეები

img
2013 წლის 14 სექტემბერს, ქ. თბილისში, სასტუმროში "რადისონ ბლუ ივერია" ჩატარდა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისთა ასოციაციის რიგით VI  საერთაშორისო ყრილობა (კონფერენცია). 
კონფერენციას დაესწრნენ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების თანამშრომლები, ასევე მოწვეული სტუმრები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ისრაელის და გერმანიის ფინანსისტთა ასოციაციების წარმომადგენლები.
 
კონფერენციაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
 
შეკრების მიზნები და ამოცანები
• 2012 წლის მოკლე ანგარიში და ასოციაციაში არსებული მდგომარეობის მიმოხილვა
• საბუღალტრო საკითხები
• პროგრამული ბიუჯეტი
• საბიუჯეტო კლასიფიკაცია
• სიახლეები ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებისას და აღსრულებაში
• თვითმმართველობებზე წყლის მართვის გადაცემასთან დაკავშირებით საორგანიზაციო საკითხების შესახებ
• შედგა დისკუსიები სიახლეებზე და ცვლილებებზე 
ისრაელის ფინანსურ დირექტორთა ასოციაციის (MFDA)-ს საპატიო წევრებად იქნენ არჩეულნი საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტი დავით ხოსრუაშვილი და აღმასრულებელი დირექტორი დავით უთმელიძე.
 
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა  ასოციაციის საპატიო წევრებად იქნენ არჩეულნი: ისრაელის ფინანსურ დირექტორთა ასოციაციის (MFDA)-ს პრეზიდენტი ამირ ბარტოვი და გერმანიის ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტი ვოლკერ ბენში.
 
გაზიარებული იქნა საერთაშორისო გამოცდილება და  დაიგეგმა სხვადასხვა საქმიანი ურთიერთობები.