სიახლეები

აირჩიეთ სასურველი წლის სიახლეები

2010 24.06.2010

 2010 წლის 23-24 ივნისს  ”საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ”  ქ. თბილისში სასტუმრო ‘შერატონ მეტეხი პალას“ში  ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქოსამსახურის თანამშრომლებს   ჩაუტარა სემინარი  ‘PEFA’ – ს (სახელმწიფო ხარჯები და ფინანსური ანგარიშვალდებულება) სტანდარტებით ქ. თბილისის ბიუჯეტის  შეფასების თაობაზე.
სემინარები ჩაატარა   LINPICO”-ს   წარმომადგენელმა „‘PEFA „სეკრეტარიატის მიერ კვალიფიცირებულმა  უცხოელმა სპეციალისტმა – საიან სერიფმა,   რომელიც ” საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციას”      სპეციალური მოწვევით ჩამოვიდა თბილისში.
აღსაღნიშნავია, რომ  ‘PEFA’ -ს (სახელმწიფო ხარჯები და ფინანსური ანგარიშვალდებულება)   სტანდარტების    შესახებ  სემინარი   პირველად ჩატარდა საქართველოში.
სემინარების დასრულების შემდეგ დამსწრეებს   გადაეცათ   სერთიფიკატები.