სიახლეები

აირჩიეთ სასურველი წლის სიახლეები

სიახლეები

 2009 წლის 2-30 ივლისს   World Learninig /Georgia, FORECAST program-ით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს   USAID -ის დაფინანსებით საქართველოს სტუმრობდნენ GFOA-ს კონსულნტანტები: ელისა მატულის მაიერსი და რიჩარდ დორმანი. მათი ვიზიტის მიზანი იყო ”სათეფა”-ს მენეჯმენტის და პროგრამული ხარვეზების გამოვლენა, ტექნიკური დახმარების აღმოჩენა და რეკომენდაციების გაწევა.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა: ასოციაციის მომსახურებასა და შედეგებზე მოთხოვნის განსაზღვრა; ინსტიტუციონალური და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერება; საქმიანობის,    მარკეტინგის, კომუნიკაციის და ძირითადი პროდუქტების სტრატეგიის განსაზღვრა.
 შემაჯამებელი კონფერენცია ჩატარდა 2009 წლის 30 ივლისს სასტუმრო” ქორთიარდ მარიოტ”-ში, სადაც ჩამოსული კონსულნტანტების მიერ განხილული იქნა  მათი  ვიზიტის მიზნები, შედეგები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.
 2009 წლის 10-12 ივლისს ” საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ” ბათუმში ჩაატარა   ტრეინინგები ქ. თბილისის რაიონული გამგეობების და ქ. თბილისის საკრებულოს თანამშრომელთათვის - საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2001 წლის სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის (GFSM 2001 ) კლასიფიკაციის  სწავლებაზე.
 2009 წლის 28 ივნისიდან 2 ივლისამდე სიეტლში ჩატარდა ამერიკის და კანადის სამთავრობო ფინანსისტთა ასოციაციის (GFOA)  ყოველწლიური კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ” საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ”  (სათეფა), რომელიც წარმოდგენილი იყო   შემდეგი დელეგაციით:  დავით ხოსრუაშვილი-პრეზიდენტი, დავით უთმელიძე -აღმასრულებელი დირექტორი, მარიამ გორგაძე-გამგეობის წევრი, ალექსანდრე მეტრეველი-მარნეულის გამგებლის მოადგილე, ლია სხირტლაძე-საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი.
 კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს  შვედეთის, ბრაზილიის, ისრაელის და სამხრეთ აფრიკის   ფინანსისტთა  ასოციაციის დელეგაციებმა.
კონფერენციას დელეგატების სახით ესწრებოდნენ  აშშ-ს და კანადის ფინანსური და მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.  პროგრამით გათვალისწინებული   რიგი საკითხების განხილვასთან ერთად მოხდა  GFOA-ს  ახალი  პრეზიდენტის არჩევა.
 გაფორმდა  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი GFOA-ს და ”სათეფა”-ს შორის და ” საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაცია” მიღებული იქნა ”GFOA”-ს წევრად.