სიახლეები

აირჩიეთ სასურველი წლის სიახლეები

სიახლეები

2010 წლის 22-23 ოქტომბერს  ჩატარდა ”საქართველოს  ადგილობრივი თვითმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის” (სათეფა)  ყოველწლიური კონფერენცია  სასტუმროში ”შერატონ მეტეხი პალასი”.  კონფერენციას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები, დელეგატები და  მოწვეული სტუმრები ,  მათ შორის ამერიკის და კანადის ფინანსისტთა სამთავრობო  ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი ( საბჭოს წევრი)  კენეტ რასტი.
 
კონფერენციაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები:

• შეკრების მიზანი და ამოცანები;
• 2009 წლის მოკლე ანგარიში და ასოციაციაში არსებული მდგომარეობის მიმოხილვა;
• ამერიკელი ფინანსური ექსპერტების: ელის მაიერსის და რიჩარდ დორმანის დასკვნის მიმოხილვა და რეკომენდაციები  ”სათეფას” სამომავლო გეგმების    შესახებ;
• მიკროეკონომიკის საკითხები;
• ბიუჯეტის გამჭირვალეობა და მოსახლეობის ჩართულობა;
• ზოგადი სიახლეები;
• საბუღალტრო საკითხები;
 
ჩატარდა  შემდეგი პრეზენტაციები :
• საბიუჯეტო კოდექსის პრეზენტაცია;
• საფინანსო-საბიუჯეტო ინტეგრირებული სისტემის პრეზენტაცია;
• ამერიკის და კანადის ფინანსისტთა სამთავრობო  ასოციაციის  (GFOA) ყოფილი პრეზიდენტის     (საბჭოს წევრი)  კენეტ რასტის პრეზენტაცია ასოციაციის როლის მნიშვნელობაზე,  ”GFOA” -ს გამოცდილების გათვალისწინებით.
 შედგა დისკუსიები სიახლეებზე და პრობლემებზე.
 საქართველოს  ადგილობრივი თვითმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ
”საუკეთესო ბიუჯეტის ფორმატისათვის”  სიგელით   დააჯილდოვა  თბილისის საფინანსო სამსახურის უფროსი დავით ხოსრუაშვილი, აჭარის  ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი  ვაჟა ბოლქვაძე და გორის მუნიციპალიტეტის საფინანსო  განყოფილების უფროსი ფრიდონ აფრიამაშვილი.
 მოხდა ახალი წევრების მიღება.

 2010 წლის 23–25 ივლისს „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ (სათეფა) მუნიციპალიტეტების  და გამგეობების საფინანსო სამსახურის თანამშრომლებს ჩაუტარა  საბუღალტრო პროგრამის „SuperFin” სასწავლო ტრეინინგები (თეორიული და პრაქტიკული კურსი).

 აშშ  საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  USAID-ის  და  Forecast/ World Learning დაფინანსებით და მხარდაჭერით „საქართველოსადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ განახორციელა  საბუღალტრო  პროგრამის „SuperFin”  ჩატვირთვა  შემდეგ მუნიციპალიტებსა და გამგეობების  საფინანსო სამსახურებში:
- ქ.თბილისის მერია
- ქ. რუსთავის მერია
- ისანი–სამგორის  რაიონის გამგეობა
- მთაწმინდა–კრწანისის რაიონის  გამგეობა
- დიდუბე–ჩუღურეთის რაიონის  გამგეობა
- ვაკე–საბურთალოს  რაიონის გამგეობა
- გლდანი–ნაძალაედევის რაიონის   გამგეობა
- დიდგორის რაიონის  გამგეობა
- მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა
- მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა
- აჟარის მუნიციპალიტეტის გამგეობა
- თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა
- ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა
- ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობა
- აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა
- ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა
- ონის მუნიციპალიტეტის გამგეობა
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა

 2010 წლის 23-24 ივნისს  ”საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ”  ქ. თბილისში სასტუმრო ‘შერატონ მეტეხი პალას“ში  ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქოსამსახურის თანამშრომლებს   ჩაუტარა სემინარი  ‘PEFA’ – ს (სახელმწიფო ხარჯები და ფინანსური ანგარიშვალდებულება) სტანდარტებით ქ. თბილისის ბიუჯეტის  შეფასების თაობაზე.
სემინარები ჩაატარა   LINPICO”-ს   წარმომადგენელმა „‘PEFA „სეკრეტარიატის მიერ კვალიფიცირებულმა  უცხოელმა სპეციალისტმა – საიან სერიფმა,   რომელიც ” საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციას”      სპეციალური მოწვევით ჩამოვიდა თბილისში.
აღსაღნიშნავია, რომ  ‘PEFA’ -ს (სახელმწიფო ხარჯები და ფინანსური ანგარიშვალდებულება)   სტანდარტების    შესახებ  სემინარი   პირველად ჩატარდა საქართველოში.
სემინარების დასრულების შემდეგ დამსწრეებს   გადაეცათ   სერთიფიკატები.

 2010 წლის 5 ივნისიდან 10 ივნისამდე   ამერიკის შეერთებულ შტატების ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში  ჩატარდა ამერიკის და კანადის სამთავრობო  ფინანსისტთა ასოციაციის (GFOA) ყოველწლიური კონფერენცია (ყრილობა),  რომელშიც მონაწილეობა მიიღო ” საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ”  (სათეფა),რომელიც წარმოდგენილი იყო შემდეგი დელეგაციით:         პრეზიდენტი –დავით ხოსრუაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი –დავით უთმელიძე, გამგეობის წევრები : მარიამ გორგაძე   და ალექსი თეგერაშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში აგრეთვე  შედიოდნენ:   ქ. თბილისის მერიის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობის  და სოციალური დაცვის სამინისტროსა და განათლების და მეცნიერების სამინისტროს საფინანსო სამსახურების წარმომადგენლები.
 კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს  შვედეთის, ბრაზილიის, ისრაელის და სამხრეთ აფრიკის   ფინანსისტთა  ასოციაციის დელეგაციებმა.
კონფერენციას დელეგატების სახით ესწრებოდნენ  ამერიკის და კანადის ფინანსური და მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელები დაწარმომადგენლები. 
პროგრამით გათვალისწინებული   რიგ საკითხების განხილვასთან ერთადმოხდა  GFOA-ს  ახალი პრეზიდენტის არჩევა.
ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები განახორციელა  ჯორჯიის შტატის   ქ. ატლანტის მუნიციპალიტეტის და  კოობ–ის საგრაფოს ხელმძღვანელობასთან, სადაც ძირითადად   განხილული იქნა საბიუჯეტო და საფინანსო საკითხები.
 შეხვედრების შედეგად დაიგეგმა მომავალი საქმიანი ურთიერთობები.
 2010  წლის 26 მარტს  ჩატარდა    ”საქართველოს  ადგილობრივი თვითმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის” (სათეფა)  გაზაფხულის ყრილობა სასტუმროში ”შერატონ მეტეხი პალასი”.
 კონფერენციას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები და დელეგატები.
 კონფერენციაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
- ასოციაციაში გაწეული საქმიანობის მიმოხილვა;
- სამომავლო  გეგმების  მიმოხილვა;
- სიახლეები  საბიუჯეტო ხარჯებზე;
- საბიუჯეტო ხარჯების  ბუღალტრული  ასახვა.