სიახლეები

აირჩიეთ სასურველი წლის სიახლეები

სიახლეები

 2011 წლის 15-16 სექტემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით ქ. ბათუმში ჩატარდა  საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის ყოველწლიური ყრილობა.
 აღნიშნულ ყრილობას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები, დელეგატები და  მოწვეული სტუმრები .
 კონფერენციაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
 შეკრების მიზნები და ამოცანები
2010 წლის მოკლე ანგარიში და ასოციაციაში არსებული მდგომარეობის მიმოხილვა
გამგეობის ახალი წევრების მიღება და წარდგენა
ასოციაციის ახალი ფინანსური დირექტორის  წარდგენა
საბუღალტრო საკითხები
საკანონმდებლო სიახლეები   ბიუჯეტის ფორმირებასა და აღსრულებისას
ზოგადი სიაახლეები
 ჩატარდა შემდეგი პრეზენტაცია:
PEFA – ს ( სახელმწიფო ხარჯები და აღრიცხვიანობა) სტანდარტებით ბიუჯეტის შეფასება
 შედგა დისკუსიები სიახლეებზე და პრობლემებზე.
 საქართველოს  ადგილობრივი თვითმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ ”საუკეთესო ბიუჯეტის ფორმატისათვის”  სიგელით დააჯილდოვა   აჭარის  ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი  ვაჟა ბოლქვაძე და ქედის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი დავით დიასამიძე.
2011 წლის ივლისის თვეში   ამერიკის შეერთებულ შტატების ტეხასის შტატის  ქალაქ  სანანტონიოში  ჩატარდა ამერიკის და კანადის სამთავრობო ფინანსისტთა ასოციაციის  (GFOA)  ყოველწლიური კონფერენცია . აღნიშნულ კონფერენციაში 
  მონაწილეობა მიიღო ” საქართველოს ადგილობრივითვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ”,  რომელიც წარმოდგენილი იყო   შემდეგი დელეგაციით:  პრეზიდენტი – დავით ხოსრუაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი – დავით უთმელიძე, გამგეობის  წევრი – მარიამ გორგაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი – ვაჟა ბოლქვაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე – ალექსანდრე მეტრეველი და ქ. თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილე – პაატა გობეჯიშვილი.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს  გერმანიის, შვედეთის, ბრაზილიის,ისრაელის და სამხრეთ აფრიკის   ფინანსისტთა  ასოციაციის დელეგაციებმა.
კონფერენციას დელეგატების სახით ესწრებოდნენ  ამერიკის და კანადისფინანსური და მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელები დაწარმომადგენლები.
ქართულმა დელეგაციამ ასევე შეხვედრები განახორციელა  სხვადასხვა შტატების  მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან, სადაც ძირითადად   განხილული იქნა საბიუჯეტო და საფინანსო საკითხები.
შეხვედრების შედეგად დაიგეგმა მომავალი საქმიანი  ურთიერთობები.  
 2011 წლის   28 თებერვალს „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ“  გაიმარჯვა თელავის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში სავალდებულო აუდიტორული მომსახურების შესახებ . 
 საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ  მოამზადა თელავის მუნიციპალიტეტის  2010 წლის ბიუჯეტის შედგენის და შესრულების აუდიტორული დასკვნა და PEFA-ს სტანდარტებით (სახელმწიფო ხარჯები და აღრიცხვიანობა)  თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შეფასება.