სიახლეები

აირჩიეთ სასურველი წლის სიახლეები

სიახლეები

img

2015 წლის 31 მაისიდან –3 ივნისამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ფილადელფიაში ჩატარდა ამერიკის და კანადის სამთავრობო ფინანსისტთა ასოციაციის საერთაშორისო კონფერენცია.

კონფერენციის თემა იყო – რენოვაცია და მოქნილობა. განხილულ იქნა კრიზისის დაძლევის საუკეთესო პრაქტიკა სხვადასხვა დიდი ქალაქების მაგალითებზე.

აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ადგილობრივი თვითთმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის და საქართველოს ადგილობრივი თვითთმართველი ერთეულების წარმომადგენლებმა.

კონფერენციას დელეგატების სახით ესწრებოდნენ გერმანიის, ისრაელის, შვედეთის, სამხრეთ აფრიკის და ბრაზილიის ფინანსისტთა ასოციაციების წარმომადგენლები, ფინანსური და მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.

შეხვედრების შედეგად დაიგეგმა მომავალი საქმიანი ურთიერთობები.