სიახლეები

აირჩიეთ სასურველი წლის სიახლეები

სიახლეები

img

 გაცნობებთ რომ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრები გერმანიაში, ქალაქ ლუბეკისა და ქალაქ შარბოს საფინანსო, კულტურის, განათლების და ინფრასტრუქტურის სამსახურების წარმომადგენლებთან.

   შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის მოდელები, მოხდა კულტურის, განათლებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობა და მათი გამოცდილებების გაზიარება.

   შეხვედრებს ესწრებოდნენ ქალაქ ლუბეკისა და ქალაქ შარბოს მერები, საფინანსო სამსახურისა და შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტი დავით ხოსრუაშვილი, ქალაქ ქუთაისი მერიის წარმომადგენლები იუზა უგულავა, დავით ნიშნიანიძე, გიორგი ქარჩხაძე, ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან მიქავა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის უფროსი ვუგარ მამედოვი.

img

   შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 7-9 დეკემბერს, ქ. ბათუმში, სასტუმრო „პიაცაზე“ ჩატარდა „სათეფას" მიერ ორგანიზებული სწავლება-ტრენინგი მუნიციპალიტეტების თანამშრომელთათვის.

   სწავლების თემას წარმოადგენდა ბუღალტერია. ტრენინგი მოიცავდა ყველა იმ პრაქტიკულ და თეორიულ საკითხს, რომელიც მნიშვნელოვანი იყო მუნიციპალიტეტების თანამშრომელთათვის.      სწავლებაზე მოწვეულნი იყვნენ მუნიციპალიტეტის ის თანამშრომლები, რომლებიც ახორციელებენ საბუღალტრო საქმიანობას.

img

    როგორც მოგეხსენებათ, 12-14 ოქტომბერს, ბათუმში, სასტუმრო „პიაცაზე“ ჩატარდა სწავლება-ტრენინგი.
სწავლების თემა იყო კულტურა.

   სწავლებაზე მოწვეულნი იყვნენ მუნიციპალიტეტების ის თანამშრომლები, რომლებიც ჩართულნი არიან კულტურის სფეროში, ასევე თანამშრომლები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აღნიშნულ თემაზე სწავლებით. აგრეთვე კულტურის სფეროში შემავალი ა(ა)იპ-ების თანამშრომლები.
ტრენერი - დავით ხოსრუაშვილი, გიორგი ჯიბლაძე.  

     სწავლებაზე განხილული იყო პროგრამულ ბიუჯეტში პროგრამების შედგენისათვის საჭირო პრაქტიკული სავარჯიშოები ბიბლიოთეკების, მუზეუმების, სპორტისა და სხვა კულტურულ სფეროში შემავალი მიმართულებების მიხედვით.

img

   მიმდინარეობს პროექტი 2019-2022 წლის პრიორიტეტის დოკუმენტისა და 2019 წლის პროგრამული ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებით საქართველოს ადგილობრივი თვითმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციასა და კახეთის გუბერნიასთან ერთად.

 გაცნობებთ, რომ დასრულდა პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავდა თეორიულ სწავლებას საბიუჯეტო კანონმდებლობისა და პროგრამული ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებით. სწავლება-ტრენინგი ჩატარდა კახეთის ყველა რეგიონში და განხილულ იქნა ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანი იყო მუნიციპალიტეტების თანამშრომელთათვის.

  პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში მუნიციპალიტეტები სწავლებიდან გამომდინარე შექმნიან პროექტებს მოცემულ პროგრამებზე, რის შემდეგაც ,,სათეფას“ ორგანიზებით ჩატარდება პრაქტიკული სწავლება და განიხილება მოცემული პროექტები, რათა მოხდეს მიზნების, შუალედური და საბოლოო შედეგების და შეფასების ინდიკატორების ზუსტება. პროექტის მეორე ეტაპი გაგრძელდება 8 ოქტომბრიდან - 18 ოქტომბრამდე.

  პროექტის დასკვნით, მესამე ნაწილში პროექტების შედგენის შემდეგ, საქართველოს ადგილობრივი თვითმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაცია მუნიციპალიტეტების საფინანსო ორგანოებთან ერთად შეიმუშავებს 2019-2022 წლის პრიორიტეტის დოკუმენტისა და 2019 წლის პროგრამული ბიუჯეტის საბოლოო პროექტს.

img
  27 სექტემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსისტთა ასოციაციამ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში დაიწყო ორდღიანი ტრენინგი თემაზე:
  „მუნიციპალიტეტის 2019 წლის პროგრამული ბიუჯეტი“.
ტრენინგს ესწრებოდნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი ერბოწონაშვილი, მერის მოადგილეები, ყველა სამსახურისა და ა.ა.ი.პ -ების ხელმძღვანელები, საფინანსო სამსახურების წარმომადგენლები.
  ტრენინგს ასევე დაესწრო კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილე ზურაბ არსენიშვილი.
img

   19-20 სექტემბერს კახეთში, ქალაქ ყვარელში, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ჩატადა ,,სათეფას“ მიერ ორგანიზებული სწავლება-ტრენინგი ყვარელისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების თანამშრომელთათვის.

  სწავლების თემას წარმოადგენდა 2019 წლის პროგრამული ბიუჯეტის დაგეგმვა. ტრენინგი მოიცავდა ყველა იმ პრაქტიკულ და თეორიულ საკითხს, რომელიც მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების თანამშრომელთათვის.

  პროგრამული ბიუჯეტი: ყვარელისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების 2019 წლის ბიუჯეტის შედგენისათვის მზადება. ტრენერი - დავით ხოსრუაშვილი.

img

2018 წლის 5 სექტემბერს, ქ. ბათუმში, სასტუმრო „სპუტნიკში“ ჩატარდა რიგით XI ყოველწლიური კონფერენცია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის მიერ.


 კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის თავჯდომარემ დავით ხოსრუაშვილმა ისაუბრა ასოციაციის სამომავლო გეგმებზე და იმ პროექტების შესახებ რომელიც განხორციელდა სათეფას მიერ.

 ღონისძიებას ესწრებოდნენ ისრაელისა და ამერიკის ფინანსისტთა ასოციაციის დელეგატები.ტრენინგებზე ასევე მოწვეულნი იყვნენ ქალაქის/მუნიციპალიტეტის მერები და მათი მოადგილეები, საფინანსო სამსახურის, ქონების მართვისა და ბუღალტრული განყოფილების თანამშრომლები, აგრეთვე ის თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ პრიორიტეტების დოკუმეტისა და პროგრამული ბიუჯეტის შედგენაში.

 კონფერენციის დასასრულს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის თავჯდომარემ დავით ხოსრუაშვილმა დააჯილდოვა მუნიციპალიტეტები შემდეგ კატეგორიებში:

 წლის საუკეთესო ბიუჯეტი 2018 - თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
 წლის საუკეთესო ბიუჯეტი 2018 - ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია.
 ყველაზე აქტიური მუნიციპალიტეტი - ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია.
 ყველაზე აქტიური მუნიციპალიტეტი - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.