სწავლება ტრენინგი

სათეფა ახორციელებს სწავლებას მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისათვის

სათეფას მიერ მომზადებულია 4 სასწავლო პროგრამა მუნიციპალური მოხელეებისათვის და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებისათვის. ეს სასწავლო პროგრამები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებზეა, მუნიციპალიტეტის ფინანსებსა და ქონებაზე, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის დაგეგმვაზე, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებზე, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაზე, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მართვაზე, მუნიციპალიტეტის ორგანოების შექმნისა და საქმიანობის წესზე, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობაზე, საჯარო მმართველობის ღიაობაზე, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებზე, მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა და მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირთა პასუხისმგებლობაზე და სხვა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებში შემავალ სხვა საკითხებზე.

მომზადებული 4 სასწავლო პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებს ეძლევათ შესაძლებლობა „სათეფა“–ში მიიღონ სწავლების მომსახურება და სერთიფიკატები მათ უფლებამოსილებებში შემავალ თითქმის ყველა საკითხზე. აღსანიშნავია, რომ  2017 წლის განმავლობაში იგეგმება დამატებით კიდევ ახალი სასწავლო პროგრამის მომზადება, რომლებიც ასევე მომზადდება მუნიციპალურ მოხელეთა სწავლების საჭიროებებზე დაყრდნობით. 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სასწავლო პროგრამები ატვირთულია, როგორც „სათეფა“–ს ვებ-გვერდზე, ასევე ”ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა უწყვეტი სწავლების სისტემის, მასში ჩართული უწყებების უფლებამოსილებებისა და ამ სისტემის ფუნქციონირების პრინციპებისა და წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის N 319 დადგენილების შესაბამისად მომზადებულ სსიპ ”ვანო ხუხუნაიშვილის სახ. ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის” სასწავლო პროგრამების რეესტრის ვებ-პორტალზე. 

 

თემის დასახელებამუნიციპალიტეტების ჩამონათვალიგადამზადებულ მოხელეთა რაოდენობა
პროგრამული ბიუჯეტიამბროლაური, აჟარა, ახალციხე, ახმეტა, ბათუმი, ბაღდათი, ბოლნისი, ბორჯომი, გორი, გურჯაანი, დედოფლისწყარო, დმანისი, ვანი, ზუგდიდი, თბილისი, თეთრიწყარო, თიღვა, ლანჩხუთი, მარნეული, მესტია, მცხეთა, ონი, რუსთავი, სამტრედია, საჩხერე, სენაკი, სიღნაღი, ტყიბული, ფოთი, ქედა, ქობულეთი, ქუთაისი, შუახევი, ჩოხატაური, ჩხოროწყუ, ცაგერი, წალენჯიხა, წყალტუბო, ჭიათურა, ხარაგაული, ხელვაჩაური, ხობი, ხონი454
შესყიდვებიაბაშა, ამბროლაური, აჯარა, ახალციხე, ბათუმი, ბაღდათი, ბოლნისი, ბორჯომი, გარდაბანი, დმანისი, ვანი, ზუგდიდი, თეთრიწყარო, თელავი, თერჯოლა, მარნეული, მარტვილი, მესტია, მცხეთა, რუსთავი, საჩხერე, სიღნაღი, ტყიბული, ფოთი, ქარელი, ქობულეთი, ქუთაისი, შუახევი, ჩოხატაური, ჩხოროწყუ, წყალტუბო, ჭიათურა, ხაშური, ხელვაჩაური, ხობი, ხონი194
ბუღალტერიააბაშა, ამბროლაური, ახმეტა, ბაღდათი, ბოლნისი, ბორჯომი, გარდაბანი, გორი, დმანისი, დუშეთი, ვანი, ზუგდიდი, თელავი, თერჯოლა, თიღვა, კახეთის გუბერნია, ლაგოდეხი, ლანჩხუთი, მესტია, ონი, რუსთავი, სამტრედია, ფოთი, ქედა, ქობულეთი, ქუთაისი, შუახევი, ჩხოროწყუ, ცაგერი, წალენჯიხა, ჭიათურა, ხაშური, ხონი, ხულო165
ქონების მართვაამროლაური, ბათუმი, ბაღდათი, ბოლნისი, ბორჯომი, გარდაბანი, გორი, გურჯაანი, დუშეთი, ზუგდიდი, თბილისი, თელავი, თერჯოლა, მარნეული, მარტვილი, მცხეთა, ონი, რუსთავი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნია, საჩხერე, სენაკი, ფოთი, ქუთაისი, შუახევი, ჩოხატაური, წალენჯიხა, წყალტუბო, ჭიათურა, ხარაგაული, ხაშური, ხელვაჩაური, ხობი, ხონი154
იურიდიულიამბროლაური, აჟარა, ახალციხე, ბაღდათი, ბოლნისი, ბორჯომი, გარდაბანი, გორი, დუშეთი, თეთრიწყარო, თერჯოლა, ლანჩხუთი, მარნეული, რისთავი, სენაკი, ფოთი, ქუთაისი, ჩოხატაური, წალენჯიხა, სენაკი, ფოთი, ქუთაისი, ჩოხატაური, წალენჯიხა, ჭიათურა, ხარაგაული, ხობი150
კულტურაცაგერი, ჩოხატაური, თერჯოლა, სიღნაღი, ბათუმი, გურჯაანი, ფოთი, ბოლნისი, წყალტუბო, მცხეთა, ბორჯომი, ვანი, ქედა, ხარაგაული, მესტია, ქობულეთი, რუსთავი, აბაშა, სამტრედია, ჩხოროწყუ, გურჯაანი, ლანჩხუთი, ბაღდათი76
სკოლამდელი აღზრდააბაშა, ამბროლაური, ბათუმი, ბაღდათი, ბოლნისი, ბორჯომი, გორი, გურჯაანი, ზუგდიდი, თეთრიწყარო, თელავი, ლანჩხუთი, მარნეული, მესტია, ოზურგეთი, სამტრედია, საჩხერე, სიღნაღი, ქურთა, სამტრედია, საჩხერე, სიღნაღი, ქურთა, შუახევი, ჩოხატაური, წყალტუბო, ხობი, ხონი73
ინფრასტრუქტურაბაღდათი, ბორჯომი, დმანისი, თელავი, მარნეული, რუსთავი, სენაკი, შუახევი, ჩოხატაური, წყალტუბო60
შიდა აუდიტიაბაშა, ბორჯომი, გორი, ვანი, ონი, რუსთავი, ქუთაისი, ქურთა, შუახევი,ჩოხატაური, წყალტუბო58
ჯანდაცვაამბროლაური, ბოლნისი, გურჯაანი, ჭიათურა, ხარაგაული32
ზედამხედველობაბოლნისი, ბორჯომი, თერჯოლა, კასპი, მესტია, სენაკი, ფოთი, ჩოხატაური10
სულ ჯამი1426